Converter Plus
27.06.2013

26

Converter Plus გახლავთ საზომი ერთეულების გარდამქმნელი აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ასობით მნიშვნელოვან და ხშირად გამოყენებად კატეგორიას. აპლიკაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა კალკულატორი: გირაოს, სესხის, საწვავის ხარჯისა და სხვა კონვერტორები, რომლებიც გიადვილებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც მთავარია აპლიკაცია არის სრულიად უფასო.

 

 

დადებითი მხარეები:

  • ნებისმიერი საზომი ერთეულის გარდაქმნა
  • მარტივი და ინტუიტიური სამომხმარებლო ინტერფეისი
  • ვალუტის კურსის მუდმივი განახლება
  • ნიმუშების შეცვლა ან სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი ნიმუშების გადმოწერა

 

უარყოფითი მხარეები:

  • ხელმისაწვდომია მხოლოდ  iOS ოპერაციულ სისტემაზე

 

 

მახასიათებლები:

  • აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ უპრობლემოდ მოახდინოთ  უამრავი ტიპის სავალუტო თუ სხვა ერთეულის კონვერტაცია/გარდაქმნა. სავალუტო ერთეულის შემთხვევაში აპლიკაციაში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის ვალუტა და ხდება მისი ავტომატური განახლება ყოველ 6 საათში ერთხელ. შესაძლებელია ასევე დამატებითი განახლების მოთხოვნაც.
  • გარდამქმნელს გააჩნია ისეთი შერეული ერთეულების მხარდაჭერა როგორიცაა Pound + Ounces, Pound + Feet, Pound + Inches  და სხვა.
  • აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ მოახდინოთ ტექსტში ძიება და მარტივად დაადგინოთ ტექსტში წარმოდგენილი კატეგორიები და ერთეულები.
  • ერთეულების გარდამქმნელი კალკულატორი ჩაშენებული არის აპლიკაციაში და წარმოდგენილია სტანდარტული კალკულატორის სახით.
  • შესაძებელია ფავორიტების სიის წარმოება.
  • შეგიძლიათ არსებული ერთეულების ნიმუშების შეცვლა და გაზიარება ელ. ფოსტის საშუალებით.

 

რაც შეეხება გარდაქმნა/დაანგარიშებას, აპლიკაციას გააჩნია 100 კატეგორიაზე მეტი ერთეულის გარდაქმნის მხარდაჭერა, მათ შორის:

  • ადგილმდებარეობა/კოორდინატები
  • ენერგია/ კვება
  • ვალუტა
  • საწვავი
  • მანძილი
  • სიგრძე/დისტანცია
  • ენერგია
  • წნევა
  • ტემპერატურა
  • სიჩქარე/სიხშირე
  • მოცულობა
  • მასა
  • კომპიუტერული მონაცემები (Byte, KB, MB, GB, TB)
  • სხვადასხვა მეცნიერული ერთეულები და სხვა.

 

წყარო: itunes.apple.com