Pocket
04.07.2013

6

Pocket წარმოადგენს სიახლეების მომკრებ/წამკითხველ აპლიკაციას. მისი საშუალებით შეგიძლიათ მოგვიანებით წასაკითხად შეინახოთ სტატიები, სიახლეები და სხვა ინფორმაციული ფაილები. აპლიკაცია ახდენს სხვადასხვა მოწყობილობებს შორის სინქრონიზაციას. შენახულ სტატიებზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

 

 

დადებითი მხარეები:

  • მომხიბვლელი და ინტუიტიური დიზაინი
  • სორტირების ფუნქცია სტატიების, ვიდეოებისა და გამოსახულებების მიხედვით
  • ღამით კითხვის რეჟიმი
  • ფონტების ზომის რეგულირება
  • სხვა აპლიკაციებთან და პლატფორმებთან თავსებადობა
  • შეუფერხებელი სინქრონიზაცია

 

უარყოფი მხარეები:

  • ხელმისაწვდომია მხოლოდ 2 ფონტი
  • Pocket list-ში არსებული ფაილების რეორგანიზაცია შეუძლებელია

 

სხვადასხვა კომპონენტების სიაში დამატება/შენახვა მარტივია და ხორციელდება კითხვის პროცესში ან ვიდეოს ყურებისას გაზიარების ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

შენახულ ფაილებზე წვდომის განხორციელება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აპლიკაციას ასევე გააჩნია ფაილების ქეშირების ფუნქცია (აღნიშნული არ ვრცელდება ვიდეოზე), რაც ნიშნავს იმას, რომ მათზე წვდომის განხორციელება შეგეძლებათ offline რეჟიმში, ინტერნეტის გარეშე.

აპლიკაციის მენიუში შეგიძლიათ მიუთითოთ მთლიანი ვებ-გვერდების ან მისი შეკვეცილი ვერსიის ქეშირება. შეკვეცილ ვერსიაში წარმოდგენილია მხოლოდ სიტყვები, გამოსახულებები და მოცემული ვიდეოს ლინკები.

შენახვის ბრძანება შეგიძლიათ მიმართოთ როგორც მოწყობილობის შიდა მეხსიერებაზე, ასევე დამატებით მეხსიერებაზე როგორიცაა SD, microSD ბარათი ან ფლეშ-მეხსიერება.

Pocket list-ში შიგთავსის სორტირება ტიპების მიხედვით მარტივია: ტექსტური, ვიდეო, ფოტო. გარდა ამისა, საძიებო ველი ამარტივებს სასურველი ფაილების თეგის, სათაურის ან URL-ის მეშვეობთ მოძიებას, რაც ხორციელდება მიუხედავად შენახული ფაილების რაოდენობისა.

მას შემდეგ რაც ფაილს დაათვალიერებთ/წაიკითხავთ, იგი ავტომატურად გადადის არქივში, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოგვიანებით მასზე წვდომის შესაძლებლობას. სამწუხაროდ Pocket-ში არ შეგიძლიათ მოახდინოთ ფაილების გადანაცვლება/რეორგანიზაცია.

Pocket-ის ერთ-ერთი დადებითი მხარე გახლავთ ასევე მისი სერვისების ინტეგრაცია უამრავ სხვა აპლიკაციასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ Pocket-ში ლინკების შენახვა შეგეძლებათ პირდაპირ Twitter, YouTube, Yelp და სხვა კლიენტებიდან.

 

ვერდიქტი:

Pocket წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას ფაილებისა და სიახლეების შესანახად და წასაკითხად. ინტერფეისი არის ფუნქციური, მარტივი და ინტუიტიური. Pocket-ის სერვისი შეთავაზებულია ასობით სხვა აპლიკაციაში და რაც მთავარია, აპლიკაცია არის სრულიად უფასო.

 

წყარო: reviews.cnet.com theverge.com